სამების ეკლესიაში ჩატარებული კორონავირუსის ტესტირების დროს, ”COVID-19” 2 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთ-ერთს ვირუსი უკვე გადატანილი აქვს და განმეორებითი კვლევა მიმდინარეობს.
”ამ საკითხში აქტიურად არის ჩართული საქართველოს საპატრიარქო. კვლევა 65 – ზე მეტ პირს ჩაუტარდა. არავითარი სიმპტომი არ ჰქონიათ. სანამ ლიტურგია დაიწყება, შემოწმება მანამდე ხდება. მათ როგორც სწრაფი ასევე, PCR ტესტირება ჩაუტარდათ. მთავარია, რომ დაინფიცირებულები ეკლესიაში არ ყოფილან. ახლა ორივე თვითიზოლაციაშია”. – განაცხადა, საპატრიარქოს წმ. ილია და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი ვეფხია ოდიშარიამ.