სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი საიუბილეო საღამოს 27 დეკემბერს გამართავს. ღონისძიებისთვის მუსიკოსები განსაკუთრებულად ემზადებიან. ახლახან ConceptArt • კონცეპტArt-ის „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც ასახავს, როგორ გადის რეპეტციიას სვიმონ ჯანგულაშვილი გუნდის წევრებთან ერთად. როგორც ვიდეოს აღწერაშია მითითებული, რასაკვირველია, გუნდის 20 წლის იუბილე არ ჩაივლის გია ყანჩელის ნაწარმოებების შესრულების გარეშე.
გუნდის სოლისტები და სპეციალური სტუმრები არიან: ქეთევან ქემოკლიძე, ნინო ქათამაძე, გიორგი ცაგარელი, ნინო სურგულაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, მარიამ როინიშვილი, ზვიად ბოლქვაძე, ქეთევან ქართველიშვილი, ზვიად მიჩილაშვილი.

