LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

62

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

 „დღეს მივაბარებთ მიწას 25 გმირს, რომელთა ცხოვრება და თავდადებაც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მაგალითია,“ – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  მინისტრმა, სოზარ სუბარმა, განაცხადა.

სოზარ სუბარის თქმით, სწორედ ამ ადამიანების მაგალითზე უნდა გაიზარდონ თაობები.

პროცესი, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის დღევანდელი დღე,   უმნიშვნელოვანესია, რადგან ბოლო 4-5 წლის განმავლობაში მართლაც სერიოზულად გაუმჯობესდა ურთიერთობები ამ მიმართულებით აფხაზურ მხარესთან. უკვე 126 ადამიანის იდენტიფიცირება, დაკრძალვა მოხდა და რამდენიმე ასეულის იდენტიფიცირების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობსმხოლოდ წელს 46 სამარხი გაიხსნა. რაც მთავარია, პროცესი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ამაში აფხაზური მხარე და ჩვენ შეთანხმებული ვართ, ყველანაირ პოლიტიკურ განსხვავებებს განზე ვდებთ და სწორედ ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ პროცესი დაძრულიყო,“ – განაცხადა მინისტრმა.

აფხაზეთის ომის გმირებს გარდაცვალებიდან 24 წლის შემდეგ დაკრძალავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები