ბრიტანელი ქალი ჩივის უცნობ დაავადებაზე, რომელიც მის კანს სიწითლეებით ფარავს. ამის შესახებ Daily Mirror-ი წერს.
20 წლის ბეტ ცანგარიდესმა ჟურნალისტებს გაუზიარა უჩვეულო დაავადების სიმპტომები, რომლის გამოც ექიმები მას „სამედიცინო გამოცანას“ უწოდებენ.
ბრიტანელის სხეულს თითქმის ყველაფერზე ნეგატიური რეაქცია აქვს. ცრემლებიც და სიცილიც კი მასში ისეთ შეგრძნებებს იწვევს, თითქოს „ცოცხლად წვავენ“. „საკუთარ თავზე ალერგიის“ გამო, ქალი ემოციურ რეაქციებს ვერც აკონტროლებს და ხშირ შემთხვევაში ყველაფერი ანაფილაქტიკური შოკით სრულდება.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ბეტს 15 წლის ასაკში დაეწყო. 5 წლის წინ მან სახეზე გამონაყარით გაიღვიძა და ამ დღიდან ყველაფერი მხოლოდ უარესობისკენ მიდის. მედიკოსები მის დახმარებას ყველანაირად ცდილობენ, თუმცა მკურნალობას შედეგი ჯერჯერობით არ აქვს.