ჯორჯ მარტინის წიგნის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ მიხედვით გადაღებული საკულტო სერიალის, „სამეფო კარის თამაშების“ პრიქველისთვის „დრაკონის სახლი“ (House of the Dragon) კასტინგი უკვე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ სერიალში მოვლენები „სამეფო კარის თამაშებამდე“ 300 წლის ადრე ვითარდება, სერიალში მოთხრობილი იქნება „ტარგარიენების სახლის“ შესახებ.
ტელეშოუს საპილოტე სერიებს მიგელ საპოჩნიკი გადაიღებს. ასევე ცნობილია, რომ HBO-მ სერიალის 10 სერია შეუკვეთა, სცენარის ავტორი რაიან კონდალი იქნება. სერიალის გამოსვლა 2022 წელს იგეგმება.