LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამეფო კარის თამაშების“ სამ ახალ სპინოფ-სერიალს გადაიღებენ

191
40661166-0-image-a-39-1616116239886

„სამეფო კარის თამაშების“ მოყვარულთათვის საოცარი ინფორმაცია გვაქვს, HBO-მ სამი ახალი პროექტის გადაღებები დაამტკიცა. ინტერნეტსივრცეში  მათი სავარაუდო სახელწოდებებიც გავრცელდა –  9 Voyages / Sea Snake, Flea Bottom და 10 000 Ships.

ასევე ცნობილი გახდა, რომ 9 Voyages ველარიონის საგვარეულოს მეთაურის, ლორდი ველარიონის ირგვლივ განვითარდება, რომელიც ზღვის გველის სახელითა ცნობილი. Flea Bottom კი  ყველაზე ღარიბი დასახლებებისა და ბნელი ქუჩების შესახებ მოგვითხრობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, საკულტო სერიალის პრიქველი, „დრაკონის სახლი“ ეკრანებზე 2022 წელს გამოვა. სიუჟეტი  „სამეფო კარის თამაშების“ მოვლენებამდე, 300 წლით ადრე განვითარდება. საპილოტო ეპიზოდს მიგელ საპოჩნიკი გადაიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები