28 წლის მსახიობი ემილია კლარკი ჟურნალმა Esquire პლანეტის ყველაზე ლამაზ ქალად დაასახელა. ჟურნალმა განცხადება დღეს დილას გაავრცელა. ესაა 2015 წლის მონაცემები, სწორედ ამ წელს კლარკი გამოჩნდა HBO-ს პოპულარული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ მორიგ სეზონში და ასევე მონაწილეობა მიიღო ფილმში „ტერმინატორი“. „ის შეიძლება იყოს კეთილიც და ბოროტიც, დედოფალიც და უბრალო გოგონაც“-წერს Esquire -ს ჟურნალისტი ბენჟამენ მარკოვიცი.
ემილია კლარკმა ძმის მსგავსად, ლონდონის დრამატული სკოლა დაამთავრა. ამის შემდეგ ის რამდენიმე ბრიტანულ სერილსა და რეკლამაში გადაიღეს. 2011 წელს ის „სამეფო კარის თამაშებში“ მთავარ როლზე დაამტკიცეს. კლარკმა აღიარა, რომ თავიდან ძალზედ გაუძნელდა, რადგან ის მხოლოდ 23 წლის იყო და საკმაოდ რთული აღმოჩნდა გაუპატიურების სცენის გადაღება. მეოთხე სეზონიდან კი, მან აუარი თქვა გაშიშვლებაზე და ის სერიალში დუბლიორმა ჩაანაცვლა. სერიალში შესრულებული ქალის როლისთვის მან Entertainment Weekly-ის სპეციალური პრიზიც მიიღო.