მონაკოს პრინცი ალბერი მეუღლესთან და შვილებთან ერთად მონაკოს ნაციონალური დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრო. ამ დღეს ქვეყანაში განსაკუთრებული პომპეზურობით აღნიშნავენ, მთელი სამეფო ოჯახი ერთად იკრიბება და ყველაფერი დროშის ფერებში, წითელსა და თეთრშია გადაწყვეტილი. დილა ტრადიციულად საკათედრო ტაძარში წირვით იწყება, მოგვიანებით სტუმრები ცენტრალურ სტადიონზე იკრიბებიან, სადაც აღლუმი იმართება.
ამჯერად სამეფო წყვილს, ალბერის დები, კაროლინა და სტეფანია შეუერთდნენ და ბუნებრივია დღის მთავარი მასპინძლები სამეფო ტახტის მემკვიდრე ტყუპები, ჟაკი და გაბრიელა იყვნენ.