LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამი დღეა ვცდილობ, არაფერი ვთქვა… ჩამითვალეთ დამარცხებად, ამაყი ვარ, რადგან უდიდეს რუსთაველთან დავმარცხდი“ – ლევან ხურცია კრიტიკოსებს პასუხობს

7440
ვეფხისტყაოსანი

რუსთაველის თეატრის მსახიობი ლევან ხურცია, რომელიც სპექტაკლში „ვეფხისტყაოსანი“ ავთანდილის როლს ასრულებს, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და კრიტიკოსებს პასუხობს.

ლევან ხურციას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

„ეს სცენური გადაწყვეტა ჩემთვის არ არის პოემის დაკნინება, ეს არის მკაფიო, გააზრებული და დიახ – თამამი ინტერპრეტაცია“ – მარიამ კუბლაშვილი

„სამი დღეა ვცდილობ, არაფერი ვთქვა, რადგან ვმონაწილეობ ამ სპექტაკლში. აბსოლუტური უფლება აქვს ყველას, მოეწონოს, არ მოეწონოს, მიუღებელი იყოს, პოემის განადგურებად ჩათვალოს და ა.შ. ამაზე არც ვამბობ არაფერს, მაგრამ ამ გოგოს (თინათინის როლის შემსრულებელ მსახიობს ვგულისხმობ) ფოტოების ფრიალი ასე უსირცხვილოდ , დამახინჯებული რაკურსით, თქვენ არ გიქმნით უხერხულობას მაინც… მსახიობის, რომელიც წლებია რუსთაველის თეატრის მსახიობია და თავის პროფესიას ემსახურება სცენაზე. მეუღლეა, დედაა და ბოლოსდაბოლო ადამიანია. კიდევ ბევრია სათქმელი, მაგრამ შეგნებულად არაფერს ვიტყვი! და თუნდაც ერთი მაყურებელი მოვიდეს თეატრში, ვისაც უყვარს მსახიობი, რეჟისურა და კულტურა, მისთვის აუცილებლად ვითამაშებთ ამ სპექტაკლს. რადგან ვიცი, როგორ ეფერებოდა თითოელ სიტყვას და ბგერას ბნ. რობერტი რეპეტიციებზე და როგორ ცდილობდა ამ გენიალური პოემის ღვთაებრიობა, ადამიანის ნაკლოვანებები და ყველაზე მთავარი ადამიანური სიყვარული გადმოეცა სცენიდან. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა… თუ გინდათ გაგახარებთ, ამასაც გეტყვით ოღონდ მხოლოდ ჩემზე!! ჩამითვალეთ დამარცხებად, ამაყი ვარ, რადგან უდიდეს რუსთაველთან დავმარცხდი“, – წერს ლევან ხურცია სოციალურ ქსელში.

„თეატრის პოეზიაში გადავიყვანე გენიალური პოეტის ნაწარმოები“… „იმედი მაქვს, იმდენად თამამია, რომ ახლახან სითამამისთვის „დახვრეტილ“ ახალგაზრდა რეჟისორებს „მკვდრეთით აღადგენს“ – „ვეფხისტყაოსნის“ პრემიერა, კრიტიკული შეფასებები და რობერტ სტურუას პასუხი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g