LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამი წლის წინ, ცეცხლმა ერთადერთი, 29 წლის შვილის სიცოცხლე წაიღო… დღეს, კვლავ ცეცხლმა, მთელი სიცოცხლის ნაშრომი ფერფლად აქცია“ – რაჭაში ხანძრით დაზარალებულ ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება

342
ხანძარი რაჭაში

მოქალაქე ხათუნა გურაბანიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მოუწოდებს, ოჯახს, რომელსაც ხანძარმა შვილი და სახლი წაართვა, დახმარება გაუწიოს:

„ვალერი კობახიძეს და მალვინა რატიანის ოჯახს კვლავ ეწვია განსაცდელი… ზუსტად სამი წლის წინ ცეცხლმა ერთადერთი, 29 წლის შვილის სიცოცხლე წაიღო… დღეს, კვლავ ცეცხლმა, მთელი სიცოცხლის ნაშრომი და ნაწვალები, ფერფლად აქცია…

ვისაც საშუალება და სურვილი გაქვთ… ვისაც კვლავ გინდათ ვალერი კობახიძის ოჯახში კერა აინთოს… ვისაც გჯერათ, რომ ერთადერთი გარდაცვლილი შვილის შთამომავალი აახმიანებს ეზო-კარმიდამოს… დავეხმაროთ ოჯახს იმით, რისი საშუალებაც გვაქვს – ფიზიკურად, სულიერად, მატერიალურად…

თქვენს მიერ გაღებული ყოველი თეთრი, ფიზიკური თუ სულიერი თანადგომა, მადლად წაადგება თქვენსავე ოჯახებს…
თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე:

  • ლიბერთი ბანკი – #GE94LB0711185546626000
  • საქართველოს ბანკი – #GE97BG0000000499195887
  • თიბისი ბანკი – #GE49TB7746845064300036
    მიმღები მელიტონ კობახიძე.“ – წერს „ფეისბუკზე“ ხათუნა გურაბანიძე.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g