ამსტერდამის არხებში ათასობით არტეფაქტი იპოვეს. ქვის ხანის სამუშაო იარაღებიდან დაწყებული თანამედროვე საიუვილერო სამკაულებით დამთავრებული – მხოლოდ ნაწილია იმ მრავალფეროვანი ნივთების, რომლებიც ჰოლანდიაში მეტროპოლიტენის ახალი ხაზის მშენებლობის დროს იპოვეს.
მდინარე ამსტელის რამდენიმე არხი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ამოავსეს და დედაქალაქის ყველაზე აქტიურ ქუჩებად აქციეს.
2003 წელს კი მეტროს ახალი ხაზის აშენება გადაწყდა და არხების გაწმენდაც სწორედ ამის გამო დაიწყეს. გათხრების შემდეგ მშენებლებმა სულ 700 ათასამდე ობიექტი იპოვეს და თითოული მათგანი ამსტერდამის 800 წლიანი ისტორიის ნაწილია.