LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხედრო აღლუმი სამხრეთ კორეაში: Maybach, Cadillac და უნიკალური კაბრიოლეტები

150
Screenshot 2023-10-01 162652

სეულში გაიმართა ბოლო ათ წელიწადში შეიარაღების უმსხვილესი საჯარო დემონსტრაცია. მსვლელობას სახელმწიფო არხები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ და კადრში მოხვდა პრეზიდენტ იუნ სოკ ელას მისვლა-წასვლის მომენტები. სამხრეთ კორეის ლიდერმა აღლუმი Genesis G90-ით ჩაიბარა, თუმცა სამამულო წარმოების ავტომობილი კორტეჟში მხოლოდ ერთი იყო.

იუნ სოკ ელი ღონისძიებაზე ჯავშნიანი Mercedes-Maybach S 650-ით მივიდა, დაცვა წინა თაობის Cadillac Escalade ESV დადიოდა. კოლონას სათავეში Mercedes-Benz S-Class ედგა. ერთადერთი სამხრეთკორეული მანქანა იყო Kia Carnival.

თუმცა უშუალოდ აღლუმზე ლიდერი Hyundai-ის პროდუქციას იყენებდა. სახურავი გადახადეს ყველა ლიმუზინს: ორივე თაობის Equus და წინა Genesis G90. ფლაგმანური მოდელებისთვის ასეთი რამ უნიკალურია: კერძო პირებისთვის ეს მანქანები არასდროს მიუყიდიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები