საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას “ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა განიხილეს.
“სამხრეთ კავკასია უნდა იქცეს შესაძლებლობების რეგიონად,”- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
