LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ კორეის მოსახლეობა ერთ დღეში 1-2 წლით გაახალგაზრდავდა

161
0e49ca3b2e964d54a890b42675fc1c49

სამხრეთ კორეამ გადაწყვიტა, რომ ასაკის ათვლის ტრადიციულ მეთოდზე უარი თქვას და ოფიციალურად საერთაშორისო სისტემაზე გადავიდეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Kora Times ავრცელებს.

ცვლილებები ძალაში უკვე შევიდა. რაც შეეხება ტრადიციულ მეთოდს, აქამდე კორეელები 1 წლის დაბადებისთანავე ხდებოდნენ. ახალი წლის დადგომასთან ერთად ადამიანს კიდევ ერთი წელი ემატებოდა. შესაბამისად, წლის ბოლოს დაბადებული პატარები რამდენიმე თვეში უკვე 2 წლისებად ითვლებოდნენ.

მაგალითად, კორეელი, რომელიც 2003 წლის 30 ივნისს დაიბადა, საერთაშორისო სტანდარტით რამდენიმე დღეში 20 წლის გახდება, ხოლო კორეული სისტემით უკვე 21 წლისაა.

ამიერიდან კი სამართლებრივ და ადმინისტრაციულ სფეროებში მხოლოდ საერთაშორისო ფორმატს გამოიყენებენ. ეს გადაწყვეტილება შეამცირებს კამათს პენსიაზე გასვლის ასაკთან დაკავშირებით. ამასთან, ძველი ფორმულა შენარჩუნდება გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითად სკოლის დაწყებისას, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლისას და ა.შ.

ასაკობრივი დანამატის მოხსნის შემდეგ მოსახლეობა 1 ან 2 წლით გაახალგაზრდავდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები