LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტოსულმა, დაღლილმა ახალგაზრდობამ ნუგეში ქვებში იპოვა

115
Screenshot 2024-05-21 123547

სამხრეთ კორეელმა ახალგაზრდებმა შინაური ცხოველები ქვებით ჩაანაცვლეს. ამის შესახებ South China morning post წერს.

სამხრეთ კორეა ერთ-ერთი ჩემპიონი ქვეყანაა მარტოხელა ადამიანებისა და შრომისმოყვარე ადამიანების რაოდენობით. ფიზიკურად გადაწვა და ერთგული პარტნიორის არ ყოლა ახალგაზრდებში ხშირად უცნაური ტრენდების დაბადებას უწყობს ხელს. ერთ-ერთი ასეთი გახდა დაღლილი ახალგაზრდების მიერ ქვების ყიდვა და მათი როგორც კომპანიონების ან შინაური ცხოველების გამოყენება.

ერთი ასეთი ქვა 7,5-დან 11 დოლარამდე ღირს და მყიდველები უფრო ხშირად 20-30 წლის ქალები არიან. მეპატრონეები ქვებს სახელებს არქმევენ, ესაუბრებიან, აცმევენ და ისე ექცევიან თითქოს ცოცხალი არსებები იყვნენ. ქვების მიმზიდველობის მთავარი ასპექტი ისაა, რომ ისინი არანაირ ძალისხმევას არ საჭიროებენ: არ სჭირდებათ კვება თუ გასეირნება.

ასევე, ბევრი კორეელი პოპ-ვარსკვლავი, მათ შორის ისეთი ჯგუფების წევრები როგორიცაა Seventeen და Enhypen, სოც-ქსელებში თავისი უჩვეულო ქვა-კომპანიონების ფოტოებს აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები