ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი „ოფიციალური ვიზიტით“ სირიაში ჩავიდა. როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, „ვიზიტის“ ფარგლებში ანატოლი ბიბილოვი სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს შეხვდება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეები ხელს მოაწერენ მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრების გამართვა სირიის პრემიერმინისტრთან იმად ჰამისთან, პარლამენტის სპიკერთან ჰამუდა ას საბაღთან და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.