LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამმა მოსამართლემ აშშ-ში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე უარი განაცხადეს, ეს სოლიდარობის ერთგვარი აქტია“ – გვრიტიშვილი

130
Untitled design (4)

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ სამმა ქართველმა მოსამართლემ აშშ-ში სასწავლო ვიზიტით გამგზავრებაზე უარი განაცხადა.

გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს „სოლიდარობის ერთგვარი აქტია“.

მისივე თქმით, „აშშ-ის წარმომადგენლების მხრიდან სახეზეა უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ“.

„მიმდინარე თვეში (22-30 აპრილის განმავლობაში) დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში.

ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ: ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს გამგზავრებაზე, რის შესახებაც მათი განცხადებები ოფიციალურად არის შემოსული საბჭოში.

ჩემი მოსაზრებით, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, ისევე, როგორც ეს იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში (როცა ასევე რამდენიმე მოსამართლემ უარი თქმა ანალოგიურ ვიზიტში მონაწილეობაზე და გამგზავრებაზე), რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ“, – წერს დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მიმდინარე თვეში (22-30 აპრილის განმავლობაში) დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში.

ჩემთვის, როგორც…

Posted by დიმიტრი გვრიტიშვილი on ხუთშაბათი, 13 აპრილი, 2023

 

„აშშ ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ და პროფესიონალ მოსამართლეებს“ – საელჩოს განცხადებით, 10 ქართველი მოსამართლე საქმიანი ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g