LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამოა თაშრეში: კუნძულელთა ვახშამი მეგრულ რესტორანში (ექსკლუზიური ფოტოები)

89

ქართველმა მორაგბეებმა შაბათს ისეთი თამაში მოიგეს, ისტორიაში რომ ჩაიწერება. ბორჯღალოსნებმა ძალიან დაძაბულ შეხვედრაში სამოას აჯობეს. ბოლო წუთებზე ვითარება დაიძაბა და სპორტსმენები ცოტა წაკინკლავდნენ კიდეც, თუმცა როგორც რაგბის სამყაროს სჩვევია, ეს ყველაფერი „ერთად პურის ჭამაში“ გადაიზარდა. საღამოს მორაგბეები და ოფიციალური პირები მეგრულ რესტორან „თაშრეს“ (ბელიაშვილის ქუჩაზეა) ესტუმრნენ და განუმეორებელი ქართული კერძებით დახუნძლულ სუფრაზე მოილხინეს.

„თაშრეს“ ადმინისტრაციამ საღამოს ექსკლუზიური ფოტოები ჩვენ მოგვაწოდა, რომლის ნახვის საშუალება ახლა თქვენც გაქვთ.

შეგახსენებთ, რომ იაპონიასთან 12 ნოემბრის ვახშამიც სწორედ „თაშრეში“ გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები