„საკითხს რომ ემოციების და მიკერძოების გარეშე მივუდგეთ, ამ ინიციატივით ქვეყანაში იქმნება ფაქტობრივად ახალი ეკოსისტემა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის, რომელიც დაეფუძნება იმ საუკეთესო პრაქტიკას რასაც ჰქვია ხარჯების და მათი მიზნობრიობის სრული(!!!) გამჭვირვალობა“, – ასე აფასებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივას საქართველოს მთავრობის მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს შექმნის თაობაზე.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ოპოზიციაში ამ ინიციატივას უარყოფითად შეხვდნენ, თუმცა, არგუმენტების ნაცვლად მხოლოდ უსაფუძვლო განცხადებებით შემოიფარგლნენ.
მისივე თქმით, სამოქალაქო სექტორის ჯანსაღი ნაწილი პრემიერის განცხადებას უნდა მიესალმოს.
„საკითხს რომ ემოციების და მიკერძოების გარეშე მივუდგეთ, ამ ინიციატივით ქვეყანაში იქმნება ფაქტობრივად ახალი ეკოსისტემა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის, რომელიც დაეფუძნება იმ საუკეთესო პრაქტიკას რასაც ჰქვია ხარჯების და მათი მიზნობრიობის სრული(!!!) გამჭვირვალობა.
ოპოზიციაში ამ ინიციატივამ ციებ-ცხელება გამოიწვია და როგორც სჩვევიათ, არგუმენტების ნაცვლად როყიო განცხადებებს ისვრიან, მაგრამ პროცესი დაძრულია. წინასწარ რთულია თქმა, როგორ იმუშავებს ეს პროექტი, მაგრამ თუ ქვეყანაში სიტუაცია დალაგდა, დესტრუქციულ ძალებს ქვეყნის რყევის ინსტრუმენტები წაერთვათ, შანსები რომ პროექტი წარმატებული იყოს დიდია. ვფიქრობ, სამოქალაქო სექტორის ჯანსაღი ნაწილი მას მიესალმება. მეტიც მათ შეუძლიათ თავადაც ჩაერთონ ინიციატივის დახვეწა-სრულყოფაში.
ევროკავშირის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების დაახლოებით 80% იმართება თავად ევროკავშირის ქვეყნების მიერ.
აშშ-ში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია იღებს დაფინანსებას, როგორც შტატების ასე ფედერალური მთავრობების ბიუჯეტიდან“, – წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.