„2014 წელს, როდესაც ავტომატიანმა რუსმა ჯარისკაცებმა ოპერატორთან და ჩართვის თანამშრომელთან ერთად დამაკავეს ოკუპაციის პრობლემების გაშუქებისას და ცხინვალის ციხეში ვყავდით დატყვევებულები, ერგნეთთან ჩვენი გათავისუფლების მოთხოვნით მედიის აქციაზე, კონკრეტული ჟურნალისტები არ დადგნენ, ჩვენი სამსახური აქციაში მონაწილეობას გვიკრძალავსო. მაშინაც ასე იყო და ახლაც სამწუხაროდ, ასეა“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჟურნალისტი „ფეისბუკზე“ წერს, წინა ხელისუფლების დროს, როდესაც თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას დევნიდნენ, მაშინდელი სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებმა დამოუკიდებელ მედიას სოლიდარობა ვერ გამოუცხადეს.
ჟურნალისტი წერს, რომ ასეთ დროს შეუძლებელია, მედია ერთიანი არ იყოს და პარტიის გავლენით მოქმედებდეს.
ზაქაიძე ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს:
„ქეთი ბოლქვაძე – შენ ხარ მატყუარა! იმიტომ რომ იცრუე, თითქოს ხელი შეგიშალეს გადაცემის წაყვანაში… შენ ხარ ჰომოფობი, შენ ხარ უნიჭო და ხარ მონა“ – ნანუკა ჟორჟოლიანი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანს მიმართავს
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში შემთხვევით გავიდა წამყვანის, ქეთევან ბოლქვაძის დიალოგი ერთ-ერთ თანამშრომელთან.
„წინა ხელისუფლების დროს, როდესაც თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას დევნიდნენ, როდესაც ფინანსური პოლიციის თანამშრომლები შემოიჭრნენ “პალიტრის” მედია ჰოლდინგში, მაშინდელი სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებმა სოლიდარობა ვერ გამოგვიცხადეს და ჩვენს მხარდამჭერ აქციაზე არ მოვიდნენ, მაშინ როდესაც დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციას საფრთხე ემუქრებოდა.
2014 წელს, როდესაც ავტომატიანმა რუსმა ჯარისკაცებმა ოპერატორთან და ჩართვის თანამშრომელთან ერთად დამაკავეს ოკუპაციის პრობლემების გაშუქებისას და ცხინვალის ციხეში ვყავდით დატყვევებულები, ერგნეთთან ჩვენი გათავისუფლების მოთხოვნით მედიის აქციაზე, კონკრეტული ჟურნალისტები არ დადგნენ, ჩვენი სამსახური აქციაში მონაწილეობას გვიკრძალავსო.
მაშინაც ასე იყო და ახლაც სამწუხაროდ, ასეა. მე მგონია სამსახურის დაკარგვის შიშით, ან სხვა პრივილეგიების დაკარგვის შიშით, ხმა ვერ ამოვიღოთ, როდესაც ჩვენს კოლეგებს სპეცრაზმელები პირდაპირ ეთერებში ძვლებში ამტვრევენ, სისხლის სამართლის მუხლით აკავებენ და 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს!! როგორ შეიძლება მედია ერთიანი არ იყოს ამაში და პარტიის გავლენით მოქმედებდეს!!!“, – წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე.
წინა ხელისუფლების დროს, როდესაც თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას დევნიდნენ, როდესაც ფინანსური პოლიციის თანამშრომლები…
Posted by Bela Zakaidze on სამშაბათი, 14 იანვარი, 2025