Aston Martin Residences-ის კომპლექსში იყიდება 3 სართულიანი პენტჰაუზი, სახელად Unique, რომელიც მაღალსართულიანი შენობის 66-ე სართულზეა განთავსებული. პრემიული ბინა 59 მილიონ დოლარადაა შეფასებული და მასთან ერთად მყიდველი მიიღებს სუპერქარ Aston Martin Vulcan-საც.
ელიტარული საცხოვრისის მშენებლობა მაიამიში 2017 წლიდან დაიწყო. პროექტი 4 წლის შემდეგ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადები 2023 წლამდე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მთელს შენობაში მხოლოდ 10-მდე თავისუფალი ბინა თუა დარჩენილი და ისინიც სწრაფად იყიდება.
სწორედ ასეთი მდიდრული რეზიდენცია გამოიტანეს გასაყიდად. პენტჰაუზი 7 საძინებელს, 8 აბაზანას, სპა-ზონას, ასევე კერძო აუზს, ლიფტს და ოკეანის ხედით ტერასას მოიცავს. აპარტამენტების მთლიანი ფართობი 2500 კვადრატული მეტრია.
მყიდველი იღებს ასევე 2015 წლის Aston Martin Vulcan-ს, რომელიც V12 ძრავითაა დაკომპლექტებული და 830 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია.
სპორტქარი 100 კმ-მდე 2,9 წამში ხურდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 360 კმ/სთ-ია.