LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამშენებლო სექტორში არსებული გამოწვევები ადგილობრივი კომპანიების განვითარებას აფერხებს – BAG

88
1560532061-169129

სამშენებლო სექტორში არსებული გამოწვევები მნიშვნელოვნად აფერხებს ადგილობრივი კომპანიების განვითარებას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამშენებლო სფეროში არსებულ პრობლემებზე, წევრი კომპანიების ჩართულობით აქტიურად მუშაობს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ყურადღებას ამახვილებენ სამშენებლო კომპანიების წინაშე არსებულ პრობლემატიკაზე, რომელთა ძირითადი ნაწილი სახელმწიფო ტენდერების გზით შესყიდვებს უკავშირდება და ადგილობრივი სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებას აფერხებს.

„მთავარ გამოწვევად რჩება ჯერ კიდევე საბჭოთა დროინდელი, მოძველებული ე.წ. „სნიპები“ (SNIP), რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება შესასყიდი მომსახურებისა და საქონლის ფასები და მახასიათებლები, შედეგად კი სამუშაოს შემსრულებელ კომპანიებს უწევთ ხანგრძლივი მოლაპარაკება შემსყიდველ უწყებებთან, კონკრეტული მასალის მახასიათებლებისა თუ სხვა ცვლილებებზე იმ მიზეზით, რომ მოცემულ სტანდარტში აღწერილი პროდუქცია ან აღარ იწარმოება, ან სახეცვლილი ფორმით შემოდის ბაზარზე.

ასევე, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამუშაოს შესრულების პროცესში მომსახურების შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის წარმოქმნილი დავების სწრაფად განხილვის შესაძლებლობის არარსებობა. აღნიშნული და დარგის სხვა პრობლემები საქართველოში სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების ხელისშემშლელია და აფერხებს ადგილობრივ სამშენებლო ბაზარზე კომპეტენციების დაგროვებას.

საწყის ეტაპზე მიმდინარეობს პრობლემათა იდენტიფიცირება, შედეგად, მომზადდება რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან ერთობლივად განიხილება და დაიგეგმება იმპლემენტაციის კონკრეტული ნაბიჯები“,- აღნიშნულია ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g