„სამსუნგმა“ თავისი ფლაგმანის Galaxy S-ის სმარტფონების უახლესი ვერსიები წარადგინა, რომლებიც კამერის გაუმჯობესებული ფუნქციებითა და უფრო სწრაფი პროცესორის ჩიპით არის აღჭურვილი.
აღსანიშნავია, რომ S22 სერია პირდაპირ კონკურენციას გაუწევს Apple-ის iPhone 13-ს, რომელიც გასული წლის სექტემბერში გამოვიდა.
22 ფართოდ ხელმისაწვდომი 25 თებერვლიდან იქნება. შეერთებულ შტატებში Galaxy S22-ის ფასი 799,99 დოლარიდან, S22 Plus-ის – 999,99 დოლარიდან, ხოლო S22 Ultra-ს ფასი 1199,99 დოლარიდან დაიწყება.