LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Samsung Galaxy S9 და Galaxy S9+ თებერვალში გამოვა

53

კომპანია Samsung-მა უკვე დაადასტურა, რომ MWC 2018-ის გამოფენაზე სმარტფონ Galaxy S9-ისა და Galaxy S9+-ის ანონსი შედგება.

ევან ბლასის თქმით, რომელიც ყოველთვის „ტვიტერზე“ წინასწარი სანდო ინფორმაციებით გამოირჩევა, კომპანია ახალ ტელეფონებს 26 თებერვალს წარადგენს.

თავის პოსტში მან შალითების მწარმოებლის ტოპ-მენეჯერის ნათქვამი მოიშველია, რომელმაც მას აცნობა, წინასწარი შეკვეთების მიღება პრეზენტაციიდან სამ დღეში, ანუ 1 მარტიდან შეუძლია. გლობალური მასშტაბით სმარტფონების გაყიდვები კი 16 მარტიდან დაიწყება.

წინასწარი ინფორმაციით, Galaxy S9-სა და S9+-ს სტერტეოდინამიკები და Plus-ის ვერსიისთვის განკუთვნილი ორმაგი კამერები ექნება.  სხვა დეტალები მოწყობილობების შესახებ ამ დროისთვის არ ხმაურდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები