LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Samsung-მა ახალი ჭკვიანი საათები გამოუშვა

123
page

Samsung-მა ახალი ჭკვიანი საათები გამოუშვა. ეს გახლავთ Galaxy Watch8 და Galaxy Watch8 Classic. აღსანიშნავია, რომ ორივე ძალიან ჰგავს გასული წლის Galaxy Watch Ultra-ს.

Galaxy Watch8 განახლებული ეკრანით წარსდგა მომხმარებლების წინაშე, რომლის ნათებაც უკვე 3000 ნიტამდე ადის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ განათებულ გარემოში ჭკვიანი საათის გამოყენება უფრო გამარტივდება. ამასთან, საათი ინარჩუნებს Exynos W1000-ის ჩიპსა და BioActive Sensor-ს, რომელიც გულისცემას, EKG-სა და სხეულის შემადგენლობის ანალიზს გვთავაზობს. 

ორივე საათი Wear OS 6-ზე დაფუძნებულ One UI 8 Watch-ზე მუშაობს, რითაც Google Gemini-საც ხდის ჭკვიან საათებში ხელმისაწვდომს. ამასთან, Gemini ინტეგრირებულია Samsung Health, Calendar, Reminder და Clock აპლიკაციებთანაც. 

Galaxy Watch8-ის ფასი Bluetooth მოდელისთვის 350 დოლარიდან დაიწყება, რაც წინა მოდელზე 50 დოლარით მეტია, LTE მოდელის ფასი კი 400 დოლარია.

მეტი ტექნოლოგიური სიახლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები