LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტზე საერთაშორისო არბიტრაჟში მოვიგეთ დავა – ინფრასტრუქტურის მინისტრი

72
მინისტრიიმფრა

სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტი პირველი შემთხვევა იყო, რომელზეც შევწყვიტეთ ხელშეკრულება და სწორედ ახლახან გახდა ცნობილი, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში მოვიგეთ დავა – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, მინისტრის საათზე, გაჭიანურებული მშენებლობის შესახებ დეპუტატების შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, სამტრედია-გრიგოლეთის 51 კმ-იანი გზა, ოთხ ლოტად იყო დაყოფილი. ოთხი ლოტიდან მე-2 ლოტი 2020 წელს გაიხსნა და ვსარგებლობთ ამ მონაკვეთით. პირველი და მე-4 – წელს სრულდება.

,,პირველ მონაკვეთზე მეორე კონტრაქტორი, რომელთანაც ასევე მოგვიწია ხელშეკრულების შეწყვეტა აზერბაიჯანული კომპანია იყო. შესაბამისი საბანკო გარანტიები და მექანიზმები ყველგან ამოქმედებული გვაქვს. ზარალი, ანაზღაურებულია, მაგრამ ასევე დავებიც მიმდინარეობს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება ახლა დარჩენილი სამუშაოები, რომელიც წელს დასრულდება. ამჟამად ქართულმა კომპანიამ გაიმარჯვა, მიყვება გეგმაზომიერად პროექტს და, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია. მე-4 მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საფარის სამუშაოები მიმდინარეობს იქაც ვადაგადაცილების ჯარიმა დაკისრებული გვაქვს , მაგრამ ასრულებს კონტრაქტორი პროექტს“, -განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g