LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამტრედიის “ჯეო ჰოსპიტალსი” დღეიდან კოვიდპაციენტების მიღებას იწყებს: “ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება…ამასაც მოვერევით”

633
BeFunky-collage (1)

ინფიცირების მაღალი მაჩვენებლებისა და არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა ერთ-ერთი დიდი რეგიონული ქსელია საქართველოში, COVID–19-ის მართვის პროცესში დღეიდან სამტრედიის მრავალპროფილური ცენტრის ბაზაზე, რამდენიმე ათეული დამატებითი საწოლის მობილიზების შედეგად, კოვიდ ინფიცირებულების მიღებას და ადგილზე მკურნალობას იწყებს.

მსგავსი ტიპის განახლებული მართვის პროცესში, უახლოეს დღეებში ჩაერთვება საგარეჯოს სამედიცინო ცენტრიც. კლინიკებში მობილიზებულია 126 საწოლფონდი, მათ შორის იქნება 18 კრიტიკული/რეანიმაციული საწოლიც (მ.შ., პედიატრიული), რაც განსაკუთრებით აქტუალურია COVID–19-ის რთული შემთხვევების მართვის თვალსაზრისით. სამტრედიისა და საგრეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრები, სათანადოდ აღჭურვილი საწოლფონდის გარდა უზრუნველყოფილია ავტონომიური, მაღალი ხარისხის, თანამედროვე ჟანგბადის ქარხნებით,რაც განსაკუთრებით სტრატეგიულ მნიშვნელობას სძენს კლინიკებს და რეგიონს , რადგან ეს სერვისი სამტრედიისა და საგარეჯოს რეგიონში მხოლოდ ,, ჯეო ჰოსპიტალსის,, აღნიშნულ მრავალპროფილურ ჰოსპიტალებიშია ხელმისაწვდომი.

„ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის კომპანია, არსებული შესაძლებლობების სრული მობილიზაციით არის ჩართული COVID–19-ზე რეაგირების პროცესში, სრული მზადყოფნაა, ასევე, მედიკოსთა მხრიდან. ახალმა მენეჯმენტმა რეგიონული ჰოსპიტლები საკუთარი ჟანგბადის ქარხნებით აღჭურვა, რაც, დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“- განაცხადა „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ.

მისივე თქმით, ჰოსპიტალური ქსელი, პანდემიის პერიოდშიც კი, სრული დატვირთვის პარალელურად ახერხებდა კლინიკებში ახალი სამედიცინო სერვისების დამატებას, ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის გაუმჯობესებას.

 

 

შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამტრედიისა და საგარეჯოს მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებში საწოლფონდის მობილიზებასთან ერთად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს კლინიკების პერსონალის გადამზადება, პაციენტთა მართვაში ჩართული იქნება 300-მდე მომზადებული ექიმი და ექთანი.

ნინა კობახიძის განმარტებით, პარალელურ რეჟიმში მოსახლეობას წვდომა ექნება პირველადი ჯანდაცვის ყველა საჭირო სერვისზე, რაც ეპიდსიტუაციისა და არსებული შეზღუდვების ფონზე ,,ჯეო ჰოსპიტალსის“-თვის არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.

 

 

სამტრედიის Geo Hospitals • ჯეო ჰოსპიტალსი კორონა ვირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების მისაღებად მზად არის. ნუ გეშინიათ ყველაფერი კარგად იქნება…ამასაც მოვერევით

Posted by Nina Kobakhidze on პარასკევი, 13 ნოემბერი, 2020

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g