LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამტრედიის ქუჩაზე ნაპოვნი ქალი სავარაუდოდ ორი დღის გარდაცვლილია

1437
1559993835-სამტრედია

თბილისში, სამტრედიის ქუჩის პირველ ნომერში მომხდარი შემთხვევის დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, ბინაში ნაპოვნი ასაკოვანი ქალი ორი დღის გარდაცვლილია. მის გარდა, ადგილზე მისულ მაშველებს ბინაში დახვდათ კიდევ სამი ქალი, მათგან ორი უგონო მდგომარეობაში იყო.

ერთ-ერთი ქალი არის გარდაცვლილის და, მეორე ქალი – ნათესავი, მესამე კი არის 30 წლამდე ქალი, რომელიც გარდაცვლილის დას ნაშვილები ჰყავდა.

ამასთან, დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილის დისშვილს სავარაუდოდ, ფსიქიური პრობლემები აქვს. ის ერთადერთია, ვინც სახლში შესულ მაშველებს კონტაქტური დახვდათ.

სამივე ქალი გადაყვანილია საავადმყოფოებში. გარდაცვლილის ცხედარი კი, პროზექტურაში ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სამტრედიის ქუჩის  პირველ ნომერში მდებარე ბინაში გარდაცვლილი ქალი დღეს იპოვეს.

სამტრედიის ქუჩაზე ქალის ცხედარი იპოვეს

ბინაში მყოფი კიდევ ორი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები