LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამწუხაროდ არ მაქვს სუპერ ნიჭი, რომ 2 ადგილას ერთდროულად ვიყო, თუმცა ქართველ ხალხს აქვს ნიჭი, გაგანადგუროს, დაგაგდოს და გადაგიაროს დაუსაბუთებლად“ – რას წერს თიკა ჯამბურია კრიტიკოსების საპასუხოდ

529
8ebee590-9ee0-4805-9efd-7f2709fd0952

„ბევრს არაფერს არ დავწერ და თავს არ გავიმართლებ… 21-ში 7 საათიდან ვიყავი დმანისში ახალგაზრდულ ბანაკში, სადაც სტუდენტებს ვუმღერე რამდენიმე სიმღერა…“ – ასე ეხმაურება მომღერალი, თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მან სამთავრობო კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

როგორც მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, მას ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტში მონაწილეობა არ მიუღია.

მომღერალი „ინსტაგრამზე“ წერს, რომ დმანისში ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდა სადაც სტუდენტებისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა:

„ბევრს არაფერს არ დავწერ და თავს არ გავიმართლებ… 21-ში 7 საათიდან ვიყავი დმანისში ახალგაზრდულ ბანაკში, სადაც სტუდენტებს ვუმღერე რამდენიმე სიმღერა… სამწუხაროდ არ მაქვს სუპერ ნიჭი, რომ 2 ადგილას ერთდროულად ვიყო, თუმცა ქართველ ხალხს აქვს ნიჭი, გაგანადგუროს, დაგაგდოს და გადაგიაროს დაუსაბუთებლად“ – წერს ჯამბურია“ – წერს თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g