LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროდ, დანაშაულები იზრდება, ხშირ შემთხვევაში შემაშფოთებელიც არის – ირაკლი სესიაშვილი

sesiashvili-1-800x500_c

სამწუხაროდ, ქვეყანაში დანაშაულები იზრდება და ხშირ შემთხვევაში შემაშფოთებელიც არის, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

კრიტიკულ კითხვას უმრავლესობის დეპუტატმა მეორე ნაწილიც დაამატა. მან მინისტრს გიორგი გახარიას კითხა, რამდენად აქვს სამინისტროს ხედვა და ითვალისწინებს თუ არა რეფორმები, შემაშფოთებელი სტატისტიკის შემცირებას.

„ცხადია, ყველას საერთო მიზანია, რომ ქვეყანაში დანაშაულის მაჩვენებელი შემცირდეს, თუმცა რა მაჩვენებელიც ბოლო პერიოდში გვაქვს, სამწუხაროდ, დანაშაულები იზრდება, ხშირ შემთხვევაში შემაშფოთებელიც არის. ამიტომ ცხადია, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ არა მხოლოდ იმაზე, რომ პოლიციამ ეფექტურად იმოქმედოს, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება. თქვენ ისაუბრეთ რეფორმებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს. შეგიძლიათ თუ არა გაგვაცნოთ ანალიზზე დაფუძნებული ხედვა კონკრეტულ დანაშაულებთან მიმართებაში?! როგორ მოხდება პრევენციის განხორციელება?! მხოლოდ დანაშაულთან ბრძოლით ჩვენ დავრჩებით იმ სტატისტიკაში, რომელშიც ახლა ვართ. ეს სტატისტიკა ნამდვილად არ არის სახარბიელო, ეს სტატისტიკა იზრდება და საბოლოო ჯამში, სადაც დანაშაული გაიზრდება, იქ იქნება ნაკლები ინტერესი და ნაკლები სტაბილურობა, რაც თავისთავად ცხადია, ყველაფერზე მოახდენს გავლენას. მე მაინტერესებს რა შედეგებს ელოდებით იმ რეფორმების შედეგად, რომელიც დაგეგმილია,“ – მიმართა გახარიას სესიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები