LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამწუხაროდ, ქვეყანა, ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ჩაითრია“ – მოლდოვის პრეზიდენტმა კონფერენციაზე საკუთარი ქვეყნის მაგალითზე ისაუბრა

60
მაია სანდუ

„მინდა დავუბრუნდეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის დასაწყისს და შეგახსენოთ, რომ იმ დროს, ჩემი ქვეყანა, მოლდოვა აღმოსავლეთ პარტნიორობაში წარმატებულ ქვეყნად მიიჩნეოდა.

დიდი იმედი არსებობდა, რომ ქვეყანაშიც და ევროკავშირის ინსტიტუტებშიც კვლავ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე ქვეყანა განვითარდებოდა დემოკრატიული სისტემები ჩამოყალიბდებოდა, მთელს ქვეყანაში, მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ.

თუმცაღა მალევე, იმ საპნის ბუშტმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საბანკო სისტემებში შეიქმნა და მას მოჰყვა სხვა კრიზისები…სამწუხაროდ, ქვეყანა ამ ყველაფერმა, ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ჩაითრია,“ – ამის შესახებ  მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ბათუმის კონფერეციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რითაც საკუთარი ქვეყნის მაგალითს გაუსვა ხაზი.

როგორც სანდუმ განაცხადა, სანქციების გარეშე ქვეყანამ დაკარგა რეპუტაცია და კრიზისის გამო, ასოცირების შეთანხმებით, ნაკისრ ვალდებულებებსაც ვერ ასრულებდა.

„მალევე, ჩემი ქვეყნის მოქალაქეები და ბრიუსელი აცნობიერებდნენ უკვე, რომ ჩვენ აღარ ვიყავით წარმატებული ამბავი და შემთხვევა. რეფორმები ქაღალდზე დარჩა, დისკუსია დემოკრატიაზე და ანტიკორუფციული ძალისხმევაზე, მხოლოდ ლამაზ ანგარიშებში იგზავნებოდა ბრიუსელში.

მოლდოვას აკლდა ძირითადი საკითხები, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია. ქვეყანა ჩაეფლო იმ მორევში, რომელიც აღარ გვაძლევდა ევროკავშირთან ასოცირების შესაძლებლობის გამოყენების უფლებას,“- დასძნა მოლდოვის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დასჯის, ან სანქციების გარეშე, მოლდოვამ დაკარგა რეპუტაცია და ქვეყანას აღარ იყო სანდო პარტნიორი, აღარ მიიჩნევდნენ იმ ქვეყნად, რომელიც ნაკისრი ვალდებულებების შემსრულებელი იყო.

„ცვლილებები მოხდა ბოლო წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად. ხალხმა აირჩია ნამდვილი დემოკრატია, კარგი მმართველობა და ძლიერი მხარდაჭერა, ამას უკვე ხელს უწყობს ევროკავშირი,“– განაცხადა მაია სანდუმ კონფერენციაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები