LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამყარო ორუელის ენაზე გველაპარაკება… ყველაზე დიდი მწუხარების მომტანი კაცი გავიცანით, როგორც „ხარება“, ყველაზე დიდი სიღატაკის უბანი გავიცანით, როგორც „ოცნების ქალაქი“… პირდაპირ მხატვრული კოშმარის პერსონაჟები ვართ“ – ია ანთაძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

375
ია ანთაძე

ჟურნალისტი, ია ანთაძე ბათუმში, ე.წ-ლი „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

როგორც სოციალურ ქსელში ჟურნალისტი წერს, „სამყარო ორუელის ენაზე გველაპარაკება“:

„როცა მშიერ ბავშვებს მიწა ითხოვს ხოლმე, როცა თუნდაც მაძღარი ბავშვებით ძღება მიწა. მოდის ვიღაც კაცი და მეუბნება: ჩემკენ ხელი არ გამოიშვირო – სხვისი ბრალია“ – გიორგი კეკელიძე ბათუმის ტრაგედიაზე

„სამყარო ორუელის ენაზე გველაპარაკება. ყველაზე დიდი მწუხარების მომტანი კაცი გავიცანით, როგორც „ხარება“, ყველაზე დიდი სიღატაკის უბანი გავიცანით, როგორც „ოცნების ქალაქი“…

პირდაპირ მხატვრული კოშმარის პერსონაჟები ვართ. უბრალოდ, ზოგს სხვებზე ნაკლებად უმართლებს“, – წერს ია ანთაძე სოციალურ ქსელში. 

ნატალია ქუთათელაძე: „სადაა გაჭირვება? ვინმეს უჭირს? ბავშვებს შიათ? სად აბა? ვინ მოგატყუათ? აა ნაცები მოიგონებდნენ მაგას…არა არა, დიფ სთეითის ბრალია, უი არა, მშობლის ბრალია ვინც გაუშვა ბავშვები ლუკმა პურის საშოვნელად, რაღა მნიშვნელობა აქვს რამეს“

ცნობისთვის, ბათუმში უბედურ შემთხვევას ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სამყარო ორუელის ენაზე გველაპარაკება. ყველაზე დიდი მწუხარების მომტანი კაცი გავიცანით, როგორც "ხარება", ყველაზე დიდი…

Posted by ია ანთაძე on კვირა, 16 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g