LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სან-ფრანცისკოს მეხანძრეები სულ უფრო ხშირად ჩივიან, რომ უპილოტოები საქმის კეთებაში ხელს უშლიან

119
ავტოპილოტი

უპილოტოები სულ უფრო ხშირად უშლიან ხელს მეხანძრეების და მაშველების მუშაობას. საუბარია სან-ფრანცისკოზე, ქალაქზე სადაც ავტონომიური მანქანები ქუჩებში ჩვეულებრივი ავტომობილების მსგავსად დადიან, ისინი არამხოლოდ უხერხულობას ქმნიან, არამედ ხშირად საშიში სიტუაციების პროვოცირებასაც იწვევენ.

მაგალითად, არ უშვებენ ექსტრემალური სამსახურის მანქანებს და აღჭურვილობასაც უზიანებენ. მეხანძრეების და პოლიციის თქმით, უპილოტოების რიცხვის ზრდასთან ერთად პრობლემაც სულ უფრო იზრდება და სისტემა სრულყოფილებისგან ძალიან შორსაა.

მეხანძრეები აზუსტებენ, რომ კომპანიების Waimo-ს და Cruise-ის უპილოტოები მათ ყოველდღიურ პრობლემადაა ქცეული. ერთხელ მაშველებმა ერთი დღის განმავლობაში ავტონომიურ ავტომობილებთან დაკავშირებული 3 ინციდენტი დააფიქსირეს. ამასთან, ბევრი შემთხვევა, მათი თქმით დოკუმენტირებულიც არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები