სან სებასტიანში კინოფესტივალი გაიხსნა. ცნობილია, რომ ჟიურის თავმჯდომარეც ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილია.
შეგახსენებთ, რომ შარშან, სან სებასტიანში, მისი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, „დასაწყისი“ ტრიუმფი იყო. ნამუშევარმა 4 ჯილდო აიღო:
- კინოფესტივალის მთავარი პრიზი – „ოქროს ნიჟარა”;
- დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა);
- ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა);
- დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი);
სან სებასტიანის კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ა-კლასის საერთაშორისო კინოფესტივალია. იგი წელს 17-25 სექტემბერს გაიმართება.