LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ ჩემს გათავისუფლებაზე რამე ფორმატში შედგება მსჯელობა, უნდა დავინახო, რომ რურუა სახლშია: ნიკა მელია

74
ნიკა მელია

“სანამ ჩემს გათავისუფლებაზე რამე ფორმატში შედგება მსჯელობა, უნდა დავინახო, რომ რურუა სახლშია,” – ამის შესახებ განცხადებას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია Facebook-ზე აქვეყნებს.

მელიას თქმით, “თეორიულად ყველა შესათანხმებელ საკითხზე რომც მოხერხდეს შეთანხმება, ივანიშვილი მისი გამოსასყიდი თანხით ვაჭრობას ვერ ეღირსება!”.

“გამარჯობა, ახლა ძალიან მოკლედ დავწერ, მომდევნო დღეებში კი – უფრო ვრცლად.

1. გამოსასყიდი თანხა 1 ლარიც რომ მქონდეს გადასახდელი, არ გადავიხდი და ყველა ენთუზიასტს (იქნება ის უცხოელი თუ სხვა) დაბეჯითებით ვთხოვდი, ეს ალტრუისტული სურვილები, რომ ჩემი გამოსასყიდი თანხა თავად გადაიხადონ, წარსულს ჩააბარონ.

2. სანამ რამე ფორმითა და რამე ფორმატში ჩემს გათავისუფლებაზე შედგება მსჯელობა, მე რუსთავის N12 ციხიდან უნდა გავიგო და დავინახო, რომ გიორგი რურუა უკვე სახლშია.

და ბოლოს, ძალიან პრინციპულად მსურს გავიმეორო:

თეორიულად ყველა შესათანხმებელ საკითხზე რომც მოხერხდეს შეთანხმება, ივანიშვილი ჩემი გამოსასყიდი თანხით ვაჭრობას ვერ ეღირსება!

ყველაფერი მაგრად იქნება, მთავარია, არ დავიღალოთ და არ ვიწუწუნოთ“, – წერს ნიკა მელია.

mazda magti 5g