„მოცეკვავე მილიონერი“ ჯანლუკა ვაკისა და 25 წლის შერონ ფონსეკას ქალიშვილი, ბლუ იერუსალიმი რთული გენეტიკური პათოლოგიით, „მგლის ხახის“ დიაგნოზით დაიბადა. რამდენიმე კვირის წინ 5 თვის გოგონას ოპერაცია ჩაუტარდა. ახლა ის უკვე კარგად გრძნობს თავს.
„მგლის ხახის“ ურთულესი ოპერაციის შემდეგ ჯანლუკა ვაკის ქალიშვილის პირველი ვიდეო ვრცელდება
ვიდეო: „როცა პამპერსია გამოსაცვლელი“ – ჯანლუკა ვაკის ტიკ-ტოკ ვიდეოებს მისი ქალიშვილიც შეუერთდა
ცნობილი ტიკ ტოკერის მეუღლემ, „ინსტაგრამზე“ ემოციური ვიდეო გაავრცელა. წყვილს ბლუ იერუსალიმი ხელში უჭირავს, მას არწევენ, ჯანლუკა კი გოგონას უმღერის. ვიდეოს Coldplay-ის Yellow ადევს.
„სანამ მამამ არ უმღერა, არ დაიძინა, ეს სწორედ ის მომენტებია, რომლისთვისაც ვცხოვრობ“, – წერს შერონი.