LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სავარაუდოდ, 4 ადამიანია დაშავებული

23

მარცხენა სანაპიროზე, მშრალ ხიდთან, ერთმანეთს “ოპელისა” და “სუბარუს” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

თვითმხილველების თქმით, ორივე მანქანაში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა და ოთხივე მათგანი მძიმედ დაშავდა.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ “ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლის მანქანიდან გამოყვანა მხოლოდ სამაშველო სამსახურის დახმარების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები