სანდრა ბალოკმა, რომელმაც საყვარელი მამაკაცი, ბრაიან რენდალი 2023 წელს, 57 წლის ასაკში დაკარგა, პირველად ისაუბრა თავის დანაკარგზე.
61 წლის მსახიობმა Vanity Fair-ის ინტერვიუ მისცა მეგობარ ჯენიფერ ენისტონს. ბალოკმა აღიარა, რომ რენდალის გარდაცვალების შემდეგ, ის რამდენიმე თვის განმავლობაში სახლიდან არ გასულა პაპარაცების გამო, რომლებიც მას ყველგან დაჰყვებოდნენ.
სანდრამ ასევე გაიხსენა, რომ სწორედ ჯენიფერ ენისტონმა გაუწოდა დახმარების ხელი, როდესაც ბალოკმა მისი საქმროს საშინელი დიაგნოზის შესახებ შეიტყო. სანდრამ აღნიშნა, რომ ჯენიფერი მას ემოციურ კრიზისთან გამკლავებაში დაეხმარა.
შეგახსენებთ, რომ სანდრა ბალოკი ფოტოგრაფ ბრაიან რენდალს 2015 წელს შეხვდა, მსახიობმა რენდალს „თავისი ცხოვრების სიყვარული“ უწოდა. სანდრა მის გვერდით იყო გარდაცვალებამდე, 2023 წლის აგვისტოში.
ჯინსები, ხავერდის პიჯაკი და დაწნული თმა – 60 წლის სანდრა ბალოკი ფანტასტიკურ ფორმაშია
სანდრა ბალოკი ყავარჯნებით გამოჩნდა – 60 წლის მსახიობი კლინიკის დატოვებისას გადაიღეს
„მისს კონგენიალურობა“ ფანტასტიკურ ფორმაშია – სანდრა ბალოკი 60 წლის გახდა


