„მე მგონია, რომ დაკავებული ადამიანების ცხოვრებით, მათი ოჯახის წევრების და ჩვენი ნერვებით, ამ ადამიანების ბედ-იღბლით ვაჭრობს ერთი ადამიანი ხან საფრანგეთთან, მერე ტრამპთან. ეს ერთი ადამიანი, რა თქმა უნდა, არის ბიძინა ივანიშვილი“, – ამის შესახებ მსახიობმა სანდრო კაკულიამ განაცხადა.
როგორც მან, ჟურნალისტებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში უთხრა, არსებული ვითარების ფონზე, რთულია მსჯელობა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის პროცესზე სასამართლო.
„ისეთ დროებაში ვცხოვრობთ, რომ მოლოდინების ქონა მგონია, რომ ცოტა ნორმალური არ არის. საქმე გვაქვს ექსპერიმენტების ჩამტარებელ დანაშაულებრივ ჯგუფთან.
ექსპერიმენტებში ვგულისხმობ იმას, რომ დარბევების დროს ქიმიური ექსპერიმენტები ატარეს, მერე ცემის და წამების ექსპერიმენტები, „მინივენებიდან” რომ სკამები ამოიღეს, წყლის ჭავლში რაღაც მომწამლავ ნივთიერებებს ურევდნენ, ამიტომ,მოლოდინებზე საუბარი ძალიან რთულია.
ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი: „მდგომარეობა ამ წუთებში… მაგიდა დაგვიმატეს ადვოკატებს“ – რა ვითარებაა საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საპროტესტო აქციებზე დაკავებულების მხარდამჭერები იკრიბებიან
დღეს მოსამართლეებმა დაკავებულების აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვაზე უნდა იმსჯელონ.
მე მგონია, რომ დაკავებული ადამიანების ცხოვრებით,მათი ოჯახის წევრების და ჩვენი ნერვებით, ამ ადამიანების ბედ-იღბლით ვაჭრობს ერთი ადამიანი ხან საფრანგეთთან,მაკრონთან, მერე ტრამპთან.
ეს ერთი ადამიანი, რა თქმა უნდა, არის ბიძინა ივანიშვილი. ამ ერთი ადამიანის უკან არის პუტინი, ამიტომ, მოლოდინი, რა უნდა მქონდეს, არ ვიცი”. – განაცხადა სანდრო კაკულიამ.
ინფორმაციისთვის, სანდრო კაკულია და ასევე, კიდევ სხვა მსახიობები სასამართლოში დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად იმყოფებიან, რომლის მიმართაც სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გადასინჯვაზე უნდა იმსჯელოს.
გამოყენებულია „ინტერპრესნიუსისა“ და „პუბლიკას“ ფოტოები