სანკტ-პეტერბურგში სპეციალისტებმა აპტეკარსკის პროსპექტზე, ავარიული შენობის გვერდით, ტროტუარზე ცისფერი თოვლი აღმოაჩინეს. სინჯები ანალიზზე გაიგზავნა. შუალედურ შედეგებს უახლოეს მომავალში ელოდებიან.
ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ასეთი თოვლი ქიმიო-ფარმაცევტული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გამო მოვიდა. მათი თქმით, ნალექი ტალღისებურად მოდიოდა, ფერადი საფარის სისქე დაახლოებით ერთი სანტიმეტრი იყო.
სოცქსელში ცისფერი თოვლის ფოტოები ვრცელდება.