LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საოცარი სილამაზის სპექტაკლია“ – 1-2 ივლისს, თბილისის ბალეტის საერთაშორისო ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ფრანგი ქორეოგრაფის, მედი ვალერსკის ბალეტი Petite Cérémonie

127
ბალეტი

24 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით თბილისი ბალეტის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს.

ფესტივალის ფარგლებში, ერთმოქმედებიანი ბალეტების საღამოს პროგრამაში, 1 და 2 ივლისს, მაყურებელი იხილავს ფრანგი ქორეოგრაფის, მედი ვალერსკის ბალეტს Petite Cérémonie.

„საოცარი სილამაზის სპექტაკლია, როგორც მუსიკა, ასევე ქორეოგრაფია, ისეა დადგმული, რომ საოცრებაა“, – აღნიშნავს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბულზე: https://tkt.ge/TbilisiBalletFestival

ერთმოქმედებიანი ბალეტების საღამო | One-act Ballets’ Evening

✨Petite Cérémonie — ფრანგი ქორეოგრაფის, მედი ვალერსკის, ბალეტი — 1 და 2 ივლისს, ერთმოქმედებიანი ბალეტების საღამოს პროგრამაშია. არ გამოტოვოთ, ბილეთები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია! 🎟️ https://tkt.ge/TbilisiBalletFestival

Posted by State Ballet of Georgia on კვირა, 29 ივნისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g