LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საოცარი სილამაზით, სიამაყით და სილაღით მიაბიჯებს მომავალი თაობა თავის სასურველ მომავალში! აღარასდროს დაბრუნდება საქართველო საბჭოთა კავშირში!“ – ბუკა პეტრიაშვილი აქციაზე გადაღებულ კადრებს ეხმიანება

227
ბუკა პეტრიაშვილი

უკვე მეხუთე დღეა, მმართველი გუნდის მიერ იინიციირებულ და პირველი მოსმენით მხარდაჭერილ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მოქალაქეები პარლამენტთან აპროტესტებენ.

ლოზუნგით – „არა რუსულ კანონს“, 18 აპრილს სტუდენტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა აქციაზე გადაღებული ვიდეო – კადრებში ჩანს გოგო, რომელიც საქართველოს დროშით ხელში, რუსთაველის გამზირზე ამაყად მიაბიჯებს.

ახალგაზრდებმა პარლამენტთან მორიგი აქცია 19 აპრილს, 19:00 საათზე დააანონსეს

აღნიშულ კადრებს სოციალურ ქსელში ეხმიანება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი:

„საოცარი სილამაზით, სიამაყით და სილაღით მიაბიჯებს მომავალი თაობა თავის სასურველ მომავალში! აღარასდროს დაბრუნდება საქართველო საბჭოთა კავშირში! მხოლოდ წინ, ნატოში და ევროპულ კავშირში!“ – წერს ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.

საოცარი სილამაზით, სიამაყით და სილაღით მიაბიჯებს მომავალი თაობა თავის სასურველ მომავალში! აღარასდროს დაბრუნდება საქართველო საბჭოთა კავშირში! მხოლოდ წინ, ნატოში და ევროპულ კავშირში!❤❤❤

Posted by Buka Petriashvili on ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2024
magti 5g