ბლოგერი გურამ შეროზია, ამბობს, რომ საახალწლოდ მორთული ბათუმი, არც ერთ ევროპულ ქალაქს არ ჩამოუვარდება.
მისი თქმით, ზამთრის ბათუმი შედარებით მშვიდია, თუმცა მეტად მყუდრო და კომფორტული.
ბლოგერი ახალი წლის დღეებს ერთერთი სასტუმროს 25-ე სართულზე ატარებს და წერს, რომ დილის ხედებიც შესანიშნავია.
“საოცრად გამოიყურება საახალწლო ბათუმი, შეეჯიბროს ევროპის ნებისმიერი ტურისტული ქალაქი, რამეში!
მართალია ქალაქი საკმაოდ მშვიდია, მაგრამ ასე უკეთესია – ზაფხულთან შედარებით მეტისმეტად მყუდროება და ბედნიერებაა,”- წერს გურამ შეროზია.