საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა. ინფორმაცია „ფორტუნას“ სუს-ში დაუდასტურეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ზაზა მელიქიშვილი და ვალერი გაგნიძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცავებს უკვე გადასცეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძნობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად“, – აცხადებენ სუს-ში.
საქართველოს ორი მოქალაქე რუსმა სამხედროებმა გუშინ მიმდებარე ტყეში დააკავეს, მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ.