LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე თავისუფალია

72
1

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე თავისუფალია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა “ცხელი ხაზი”.

როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს.

“საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ”, – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე უკანონოდ გუშინ დააკავეს.

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

mazda magti 5g