LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოლქო კომისიის შენობებთან მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას აკეთებს

108
publika.ge-facebook---

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საოლქო კომისიის შენობებთან მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას აკეთებს.

მათი განმარტებით, საოლქო კომისიის სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირების სია შეზღუდულია.

„საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების უფლებამოსილების უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტის 1 წარმომადგენელს, ასევე, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 1 ადგილობრივ დამკვირვებელს, საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის 2 საერთაშორისო დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად და აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს“ – აცხადებენ ცესკოში.

თბილისში, საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომების პარალელურად ოპოზიციის წარმომადგენლების აქციები მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციებს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და სხდომებზე დასწრებას ითხოვენ.

საოლქო კომისიის შენობებთან მობილიზებულია პოლიცია.

შსს: საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამი პირია დაკავებული 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g