LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარლამენტო დელეგაცია პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში დღეს გაემგზავრება

103
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში დღეს გაემგზავრება.

ინფორმაცია მმართველი პარტიის წევრმა ბექა ოდიშარიამ დაადასტურა და კითხვაზე, გადაწყვეტილია თუ არა, რომ ვიზიტი დღეს შედგება, უპასუხა, რომ გადაწყვეტილია.

ოდიშარიას შეფასებით, ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და მისგან სულ სხვა შედეგებსაც ელიან:

“ძალიან მნიშვნელოვანია ვიზიტი, რომელიც გადაწყდა საბოლოოდ, რომ განხორციელდება შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ამან სულ სხვა დატვირთვა და წონა შეიძინა, შესაბამისად, სულ სხვა შედეგებსაც ველით.

პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის პირდაპირი ურთიერთობა იქნება ალბათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრ “ფეიკ ინფორმაციას” გამოეცლება საფუძველი და დარწმუნებული ვარ, იმ ნიშნულიდან გვექნება ურთიერთობა, რა ნიშნულზეც ყოველთვის იყო ეს ორი მეგობრული ქვეყანა”, – აღნიშნა ოდიშარიამ.

როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გამგზავრების კონკრეტულ დროზე, დღის წესრიგსა და მარშრუტებზე ვერ ისაუბრებენ.

შეგახსენებთ, დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს, ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, რვა დეპუტატისგან შედგება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დელეგაციაში არიან დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ლევან იოსელიანი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი და გიორგი ხოჯევანიშვილი.

„ყოველთვის ავად ხდება, როდესაც რაღაც კრიტიკული მომენტია.. კარგია, მიხვდა, რომ უნდა ჩასულიყო“ – რას უნდა ველოდოთ უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტისგან

„უნდათ ცალ-ცალკე წავიდნენ, უნდათ ერთად, უმჯობესია ცურვით თუ წავლენ, ეს არის „მკვდარზე ვენოკი“ – გუბაზ სანიკიძე

mazda magti 5g