LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველთვის ავად ხდება, როდესაც რაღაც კრიტიკული მომენტია.. კარგია, მიხვდა, რომ უნდა ჩასულიყო“ – რას უნდა ველოდოთ უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტისგან

245
BeFunky-collage (1)

ვფიქრობდი, რომ პოლიტიკური სპექტრი ამ შემთხვევაში მაინც გაითვალისწინებდა იმას, რომ უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებით ერთიანობა, სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი და  გადააბიჯებდნენ იმ პრობლემას, რასაც ვიწროპარტიული ინტერესები ჰქვია, – ამის შესახებ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით მმართველი გუნდისა და საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებების შეფასებისას.

საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება: ჩემი შეთავაზება იყო, უკრაინაში ვიზიტისას, ოპოზიცია და უმრავლესობა სამ-სამი წევრით ყოფილიყო წარმოდგენილი

„დელეგაციის შემადგენლობაში ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები არ იქნებიან“ – ენმ პარლამენტის თავმჯდომარესთან უკრაინის დელეგაციაში ყოფნაზე უარს ამბობს

მისივე თქმით, უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით, პოლიტიკური სპექტრის გაერთიანების მოლოდინი არ ჰქონია.

„ქართული პოლიტიკური სპექტრი როგორც ყოველთვის, ორიგინალურობით და მოულოდნელობით გამოირჩევა, მაგრამ ჩემთვის და საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც ნეიტრალურია ამ პოლიტიკური სპექტრთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა ჩასვლა. იქნებ გადაიდგას ნაბიჯი, რათა რბილად რომ ვთქვათ, დასრულდეს გაუგებრობა საქართველოსა და უკრაინას შორის.

კობახიძე: დელეგაცია იდეალურად დალაგდა – ენმ-ს წარმომადგენელი არ იქნება, „ომის პარტია“ „ბორდს“ მიღმა უნდა იყოს

უკრაინაში იმ ხალხთან ერთად წასვლა, ვინც, “წახალისების” შიშით, უკრაინაში გმირულად დაღუპულთა პანაშვიდზე არ მიდის, უბრალოდ ამაზრზენია – უგულავა ოპოზიციას მიმართა

ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტრადიციული დაპირისპირება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. სამწუხაროა, რომ ამის გააზრება ვერ ხდება.პრობლემაა ისიც, რომ ოპოზიციას ჰგონია, რომ ამით პოლიტიკურ ქულებს დაიწერს. პირიქით ხდება. ფიქრობენ, რომ ეს ქართველ ამომრჩევლებში მეტ ხმებს მოუტანს. ამასთანავე, აგრძელებენ დასავლეთისთვის იმის დემონსტრირებას, რომ უგულებელყოფილ იყოს საქართველოს ხელისუფლება მოუტანს.

ქვეყნის შიგნით და გარეთაც, არასწორ აქცენტებს აკეთებენ. დღეს, როდესაც ვხედავთ ზელენსკის გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოებში, პოლონეთის და ესტონეთის პრეზიდენტები, ევროპელი დიპლომატები ჩადიან უკრაინაში და დასავლეთი ცდილობს შექმნას ანტირუსული კოალიცია, აქ იმაზე დაიწყო საუბარი, რომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარდა წესიერად.

გასაგებია, უამრავი პრობლემაა, მაგრამ ოპოზიცია დღეს ცდილობს იგნორირება გაუწიოს რაღაც პროცესებს, ხელისუფლება ხომ აქამდე უარესს აკეთებდა, მაგრამ ვერც ოპოზიცია ჯდება იმ სტანდარტში, რასაც ზოგადად, დასავლური პოლიტიკა ჰქვია”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

„ოცნებასთან“ ქვეყნის შიგნით ვკამათობთ და გარეთ, სახელმწიფო უნდა წარმოვადგინოთ ერთად, ეს არის სახელმწიფოებრივი ცხოვრების ანა-ბანა – უსუფაშვილი უკრაინაში ვიზიტზე

 

პოლიტოლოგს აქვს მოლოდინი, რომ პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის წარმოქმნილი გაუგებრობები აღმოიფხვრება.

“დიდი ხანია ქართულ-უკრაინული ურთიერთობები საკმაოდ გაციებულია. უკრაინის დაზვერვის განცხადებამ ძალიან მძიმე დატვირთვა მიიღო. გახსოვთ, პარლამენტის თავმჯდომარე ჯერ ავად იყო, ყოველთვის ავად ხდება, როდესაც რაღაც კრიტიკული მომენტია, პირველი შემთხვევა ხომ არ არის, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, „ქართულმა ოცნებამ“ გადახარშა და მიხვდა, რომ უნდა ჩასულიყო და ეს ძალიან კარგია.

დღეს, საქართველო-უკრაინის დაპირისპირება მხოლოდ ერთ ქვეყანას აწყობს და ეს არის რუსეთი. ამიტომ, წარმოუდგენელია, რომ აქამდე ვერ ხდება ამ პროცესის დალაგება.

პირველი ნაბიჯები რაც უნდა გადაიდგას, უნდა აღმოიფხვრას ეს გაუგებრობები და ნორმალური ურთიერთობები დამყარდეს არა „ქართულ ოცნებასა“ და უკრაინას, არამედ საქართველოსა და უკრაინას შორის. მოგვწონს თუ არა უკრაინის ხელისუფლება, ეს ჩვენი საქმე არ არის. ეს არის უკრაინის შიდა პოლიტიკა”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძე “ფორტუნას” ეთერში.

შეგახსენებთ, დღეს, 14 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომიდან ყველა საპარლამენტო პარტიას შესთავაზა, რომ მასთან ერთად უკრაინაში მიმავალი დელეგაციის წევრები ყოფილიყვნენ. ამ შეთავაზებას “ნაციონალური მოძრაობა” არ დათანხმდა.

მანამდე, გუშინ, 13 აპრილს, ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ უკრაინაში ვიზიტს მიმდინარე კვირის განმავლობაში აპირებს და მისი დელეგაციის შემადგენლობაში ოპოზიცია არ იქნებოდა.

 

პოპულარულები