საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კიევში იმყოფება.
უკვე ცნობილია, რომ დელეგაციის წევრები პირველ შეხვედრას რადაში გამართავენ.
ცნობისთვის, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.
ვიდეო: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში იმყოფებიან