LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე სამადაშვილი: “ეს ყველაფერი იმას მაგონებს, ვიღაც რომ გარდაიცვლება და ერთმანეთთან ნაჩხუბარი ნათესავები სამძიმარზე რიგრიგობით მიდიან”

1773
BeFunky-collage

“ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ის მაინც მოეხერხებინა, რომ ნახევარი დღით რაღაცაზე მაღლა დამდგარიყო – ეს ყველაფერი იმას მაგონებს, როდესაც ვიღაც გარდაიცვლება და ერთმანეთთან ნაჩხუბარი ნათესავები სამძიმარზე რიგრიგობით მიდიან,” – ასე აფასებს „ლელო საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციისა და ოპოზიციის სხვა წევრების ცალ-ცალკე ვიზიტს.

ამის შესახებ სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

ვიდეო: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში იმყოფებიან

„შეიძლება ახლა, ცოტა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ არ შემიძლია, რომ არ ვთქვა – ეს ყველაფერი იმას მაგონებს, როდესაც ვიღაც გარდაიცვლება და ერთმანეთთან ნაჩხუბარი ნათესავები სამძიმარზე რიგრიგობით მიდიან იმისათვის, რომ იქ ერთმანეთს არ შეხვდნენ. უხეშად ვიტყვი, ეს არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური, საკუთარი თავის პატივისცემა – დადგე რაღაცებზე ზემოთ, მაშინ, როდესაც იქ, გადაუარეს ბავშვებს და ქალებს. ამას ვამბობ ყველას მისამართით, ვისაც არ ესმის, რომ ასეთ მომენტში გვჭირდება სოლიდარობის დაფიქსირება. არის მომენტები, როდესაც შენი ჭუჭყიანი სარეცხი აივნიდან არ უნდა გადმოფინო, იმიტომ, რომ ეს არის უგემოვნება დ ჩემი აზრით, პირველ რიგში, საკუთარი თავის შეურაცხყოფა. ამიტომ, მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს მენდომებოდა, რომ ახლა, როდესაც ვსაუბრობთ უკრაინაში გენოციდზე, 180 ბავშვი მოკვდა, ბუჩაში ჩავდივართ იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და რომ ამ ყველაფერზე ძალიან ვწუხვართ, ის მაინც მოეხერხებინა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, რომ რაღაც მომენტით, ნახევარი დღით რაღაცაზე მაღლა დამდგარიყო და დაეყენებინა საკუთარი ერის და თავის პატივისცემა“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთობლივად გადავწყვიტეთ აქ წამოვსულიყავით და გვეჩვენებინა, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით: გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში ერთდღიანი იქნება

გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნითაა მობილიზებული, ეს არის მიზეზი თუ რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში

ანა დოლიძე: ნაციონალური მოძრაობის პოზიცია არის მორიგი გამოხატულება იმისა, რომ ისინი აკმაყოფილებენ მიხეილ სააკაშვილის ეგოს

სუს-მა ენმ-ის მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციის მოწყობის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g